სწავლება 21-ე საუკუნეში ნიშნავს იმას, რომ მოსწავლეები უნდა დახელოვნდნენ კონტენტის გადმოცემაში მისი წარმოების, სინთეზირების დროს და იმ ინფორმაციის შეფასებაში, რომელიც მოედინება სხვადასხვა წყაროდან და რომელიც სხვადასხვა თემას მოიცავს.
21-ე საუკუნეში წარმატების მისაღწევად საჭიროა ვიცოდეთ, როგორ უნდა ვასწავლოთ. სავარაუდოდ, რომ დღევანდელ მოსწავლეებს, თავიანთი ცხოვრების განმავლობაში, რამდენიმე პროფესიული კარიერა ექნებათ.
მათ უნდა განივითარონ კრიტიკული აზროვნებისა და ინტერპერსონალური კომუნიკაციის ძლიერი უნარები. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიო დღევანდელ ურთიერთდაკავშირებულ, ცვალებად და გარკვეულწილად ”დენად”, საკმაოდ რთულ გარემოში.
დღეს, ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა 24 საათი და 7 დღე კვირაში მივიღოთ ინფორმაცია, გვქონდეს სოციალური ურთიერთქმედება და ადვილად შევქმნათ და გავცვალოთ ციფრული ინფორმაცია, შინაარსი და ზოგადად, ციფრული ”კონტენტი”.